თბილისის უნივერსალური ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
22 ნოე - 10 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისის უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე 24 საათიანი სამუშაო გრაფიკის მქონე სერვის-ცენტრში, რომელიც მდებარეობს სასტუმრო რედისონში.

ანაზღაურება: 800 ლარი ხელზე ასაღები თანხა;

სამუშაო ადგილი: თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი N1 (სასტუმრო რედისონი);

სამუშაო განაკვეთი: 8 საათიანი მცოცავი გრაფიკი, ღამის ცვლის გათვალისწინებით;

 

დამატებითი ბენეფიტები:

  •  ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  სასიამოვნო სამუშაო გარემო.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მომსახურების გაწევა ბანკში არსებული მომსახურების წესებისა და სტანდარტების შესაბამისად (ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა, ვალუტის კონვერტაცია, კომუნალური გადასახადები საბიუჯეტო და კომერციული გადარიცხვები და სხვა);
  •  კლიენტებისვის ანგარიშების გახსნის/დახურვის პროცედურების შესრულება და ანგარიშების მართვა (უნაღდო და ნაღდი ოპერაციების წარმოება);
  •  მომხმარებლებისთვის ბანკში არსებული პროდუქტების შეთავაზება და საბანკო პროდუქტების გაყიდვაში აქტიური მონაწილების მიღება;
  •  დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ინფორმაციის ამომწურავად მიწოდება და ეფექტური მომსახურება;
  •  სხვა დაკავშირებული ამოცანების შესრულება.

 

სამუშაო გამოცდილება:

  •  სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  •  სასურველია საბანკო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) ასევე განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
  •  უპირატესობა მიენიჭებათ ეკონომიკის/ფინანსების/საბანკო საქმის მიმართულების განათლების მქონე პირებს;
  •  სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა.

 

უნარები და პიროვნული მახიასიათებლები:

  •  მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  ეფექტური კომინიკაციის უნარი;
  •  ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  •  დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  •  თავაზიანობა.

 

კანდიდატები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@silkbank.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - თბილისის უნივერსალური ოპერატორი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 9 დეკემბერი

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის

შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

საბანკო
ბანკის ოპერატორი