შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
რუსთავი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული
22 ნოე - 17 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „პალატი“, ფანერის მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  •  აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
  •  შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •  ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა;
  •  ტექნიკური დანადგარების მუშობის პრინციპის ცოდნა;
  •  საოფისე პროგრამების (MS office Word, Excel, PowerPoint)მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  სავალდებულოა რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  კომპანიის შრომის უსაფრთხოებისა პოლიტიკის განხორციელება, მართვა და კონტროლი;
  •  საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეგულარული მონიტორინგი;
  •  საფრთხეების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება, საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა, დოკუმენტირება და პერიოდული გადახედვა პასუხისმგებელ პირებთან კოორდინირებით;
  •  რისკების მონიტორინგი სტანდარტული ჩეკ-ლისტის მეშვეობით;
  •  დასაქმებულთათვის საჭირო ინსტრუქტაჟების შედგენა და გაცნობა;
  •  ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განსაზღვრა, დასაქმებულთა უზრუნველყოფა და კონტროლი მათ სწორად გამოყენებაზე;
  •  შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დადგენილი პერიოდულობით, სამუშაო სივრცის/ადგილების ინსპექტირება და სამუშაო აღჭურვილობის, მანქანა-დანადგარების გეგმა გრაფიკის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
  •  კონტრაქტორების კონტროლი კომპანიის ტერიტორიაზე სამუშაოების შესრულების დროს;
  •  სამუშაო სივრცეში მომხდარი უბ.შემთხვევის აღრიცხვა, მოკვლევა და ანგარიშგება;
  •  დასაქმებულთა სწავლება (შესავალი, პირველადი, განმეორებითი, რიგგარეშე) ინსტრუქტაჟების ჩატარება;

 

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:

  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  კომუნიკაბელურობა;
  •  დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი;

 

სამუშაო გრაფიკი - სრული (09:00 – 18:00)

მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის 4.

 

თუ ეძებ სამსახურს, სადაც შეძლებ შენი კარიერის განვითარებას, ახალ ეტაპზე გადასვლას და აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა.

გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი რუსთავში.

ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი