საწყობის ამგროვებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1200 - 1200
17 ნოე - 17 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 598 087 007

მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ამგროვებლის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე; 15:00 - 00:00 საათი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო 1, ივანე იუმაშევის ქ.#14

ანაზღაურება: 1200

კომპანია უზრუნველყოფს: ტრანსპორტირებას და კვებას

 

ძირითადი ფუნქციები

  •  სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის შეგროვება და მომზადება სადისტრიბუციოდ;
  •  სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება;
  •  პროდუქციის განთავსება მიზნობრივად განსაზღვრულ სივრცეში;
  •  პროდუქციის შეფუთვა სტანდარტის/ინსტრუქციის შესაბამისად;
  •  საწყობში განთავსებული საქონლის აწონვა, დათვლა და აღრიცხვა;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 598 087 007

ან შეავსოთ ჩვენი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/X31wpWnvGCuU4Bh79

ან გამოგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე HR1@orinabiji.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მაღაზიათა ქსელი “ორი ნაბიჯი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი