მიმტანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
17 ნოე - 17 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სასტუმრო Brim Tbilisi, აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სასტუმრო მოიცავს: 52 ნომერს, 2 რესტორანსა და საკონფერენციო სივრცეს.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, მალხაზ აბდუშელიშვილის 12-14 (ავლაბარი)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მისალმება და სტუმრებისათვის ინფორმაციის მიწოდება რესტორნის კონცეფციისა და მენიუს შესახებ;
  • შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
  • მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
  • მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
  • საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
  • სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.

 

საჭირო უნარები:

  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@brimtbilisi.com

კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

სასტუმრო Brim Tbilisi გისურვებთ წარმატებას !

www.brimtbilisi.com

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმტანი