კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
17 ნოე - 17 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

არამექს ჯორჯია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • შეკვეთების მიღება და ტრანსპორტირების ციკლის სრულად კოორდინირება; 
  • როგორც ადგილობრივ  ასევე უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება; 
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა კვარტლური გეგმის შესასრულებლად და KPI-ს მისაღწევად; 
  • გზავნილების სტატუსთან დაკავშირებული ყოველდღიური/ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად  მიწოდების უზრუნველყოფა და კონტროლი; 
  • ლოჯისტიკურ ციკლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება, შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება და  პროგრამულად ასახვა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან ლოჯისტიკის მიმართულებით); 
  • ინგლისური ენის B2  დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა(MS Excel, MS Word, MS Outlook). 

 

პიროვნული თვისებები: 

  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა; 
  • თვითპრეზენტაციის უნარი; 
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; 
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი. 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებულს+ბონუსი); 
  • დინამიურ, პროფესიონალურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას; 
  • პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო კომპანიაში; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.  

 

სამუშაო გრაფიკი: სრული (10:00-დან 18:00-მდე) 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორმის ქუჩა 12 ა 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე  nata@aramex.com - ზე, სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი