სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მასწავლებლის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
17 ნოე - 17 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ევროპული სკოლა“ აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მასწავლებლის ასისტენტის თანამდებობაზე ქართულ სექტორებში


სკოლის შესახებ:

ევროპული სკოლა არის საერთაშორისო CIS აკრედიტებული სკოლა, რომელიც სთავაზობს თავის მოსწავლეებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს - საბავშვო ბაღი, ქართული პროგრამა, IB (PYP / MYP / DP) და ამერიკული უმაღლესი სკოლა.

პოზიციის მიზანი: მასწავლებელ-აღმზრდელის მხარდაჭერა სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; აღსაზრდელების კეთილდღეობასა და ჰიგიენაზე ზრუნვა.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მასწავლებლის დახმარება სასწავლო პროგრამის განხორციელების პროცესში და სხვადასხვა ტექნიკური საკითხის მოგვარებაში;
  • აღსაზრდელების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სუფთა ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნება;
  • აღსაზრდელების ყოფაქცევის კონტროლი;
  • კვების პროცესში აღსაზრდელების მიხმარება და ძირითადი წესების სწავლება;
  • საკლასო ოთახების მოწესრიგება და პროცესში აღსაზრდელების ჩართულობაზე ზრუნვა;
  • ზეიმებისა და სხვადასხვა ღონისძიებების შემთხვევაში ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება
  • პროფესიული განათლება

 

გამოცდილება

  • სასურველია სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
  • კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
  • რეგულაცია ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების შესახებ;
  • ინგლისური ენის ცოდნა ინგლისურენოვანი სექტორის შემთხვევაში;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • აკურატულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • კეთილგანწყობილობა;
  • ყურადღებიანობა;
  • დაკვირვებულობა;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@europeanschool.ge
 
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის“ ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მეცნიერება/განათლება
სკოლამდელი განათლება