ხაზის-კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
22 ნოე - 17 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მაღაზიათა ქსელი "ჯორჯიტა" აცხადებს ვაკანსიას ხაზის-კონსულტანტის  პოზიციაზე  

 

სამუშაო პირობები:  

  • ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები+ბონუსი) 
  • სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი (1 საათი შესვენება)  
  • დასვენება: 1 დღე კვირაში. 

 
აუცილებელი  მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება (ადგილზე შესწავლაც შესაძლებელია); 
  • სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის მინიმალური ცოდნა; 
  • სასურველია MS Word/MS Excel - სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 

 
მოვალეობები: 

  • სამუშაო ადგილის წესრიგში მოყვანა; 
  • მიღებული პროდუქცის აწონვა,კონტეინერებში გადანაწილება,კონტეინერის გრინით გადაკვრა,ფასმაჩვენებლების დადება და სარეალიზაციოდ გამზადება; 
  • მიღებული შეკვეთის გამზადება (აწონვა,გრინით გადაკვრა,ფასის დაკვრა); 
  • სამუშაო ჭურჭლის სისუფთავის კონტროლი; 
  • სამუშაო ადგილის და დახლ-მაცივრის დასუფთავება; 
  • დახლ-მაცივრის პროდუქციით შევსება; 
  • ფასმაჩვენებლის  გასწორება; 
  • პროდუქციის  შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; 

 
 პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 

  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლიანობა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • სისხარტე; 
  • თავაზიანობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 

 
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათთან ერთად, ელექტრონულ მისამართზე: hr@euro-line.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. სხვა შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება! 
 
გისურვებთ წარმატებებს! 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი