ბუღალტერ-ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
16 ნოე - 16 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სადისტრიბუციო კომპანია „დაკო ტრეიდ“ 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს ისეთ ქართულ და საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: „LA FAMILIA“, „KYKNOS”, “KALAS”, „MELISSA“, „CAPTAIN’S“, „JOTIS“, „CAPRICE“, „PAPADOPOULOS“, „MEGA“, „KALO“ და სხვა. 

კომპანია აცხადებს ბუღალტერ-ოპერატორის ვაკანსიას. 

  

ძირითადი მოვალეობები:  

  • სასაქონლო ზედნადების ატვირთვა/დაბრუნება/კორექტირება შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (RS.GE), მიღებული და გამოწერილი ზედნადებების კონტროლი; 
  • მომწოდებლების და მყიდველების ბრუნვების კონტროლი; 
  • საბანკო ოპერაციების მონიტორინგი; 
  • ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობა და შეკვეთის განთავსება; 
  • პროგრამული მონაცემების შედარება შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდის (RS.GE) მონაცემებთან; 
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება; 
  • ოპერაციების ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში „FINA ბუღალტერია“. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook); 
  • RS.GE -ზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია რომელიმე ბუღალტრულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. 

 

დამატებითი სარგებელი კომპანიისგან: 

  •  ტრანსპორტირება; 
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  •  კვარტლური ბონუსები; 

 

მდებარეობა: ქ.თბილისი, ორხევის დასახლება. 

სამუშაო განაკვეთი: სრული 9:00-18:00 

გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე. ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე info@dakotrade.ge 

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ბუღალტერ-ოპერატორი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება. 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერ-ოპერატორი