რეზერვი ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
16 ნოე - 16 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ჯი ენ ელ“ სავაჭრო ნიშნით LOTTO.GE აცხადებს ვაკანსიას რეზერვი ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

 

ჩვენ გთავაზობთ:

დინამიკურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

სამუშაო განაკვეთი: გრაფიკის შესაბამისად.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  •  პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
  •  მომხმარებლის მოზიდვა;
  • მომხმარებლებისათვის პროდუქციის შეთავაზება/გაცნობა/რეალიზაცია;
  •  პროდუქტან დაკავშირებით ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისათვის;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;

 

უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
  • მომსახურების სანიმუშო მანერები;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტურობა;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@lotto.ge წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა.

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად, გადარჩეულ თავსებად აპლიკანტებს მოვიწვევთ ინტერვიუზე.

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ჯი ენ ელ“-ის მხრიდან

დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შპს „ჯი ენ ელ“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: lotto.ge

 

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
გაყიდვების აგენტი