ფინანსური აუდიტის ასისტენტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
16 ნოე - 15 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Nexia TA საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.

Nexia TA აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს და 500-მდე კლიენტს რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA-ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.


Nexia TA აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აუდიტის ასისტენტის პოზიციაზე.


მოთხოვნები და მოვალეობები:

  •  ფინანსური მიმართულებით უმაღლესი განათლება;
  •  IFRS და ISA სტანდარტების ცოდნა;
  •  ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  •  Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  •  უზრუნველყოს კლიენტის ოპერატიული, თანმიმდევრული და მაღალი ხარისხის მომსახურება;
  •  სამუშაოს შესრულებისას იხელმძღვანელოს საერთაშორისო სტანდარტებისა და მითითებების შესაბამისად;
  •  დააიდენტიფიციროს მასზე დაკისრებული სამუშაო, შეამოწმოს მისი სიზუსტე და ხარისხი;
  •  იცოდეს ინფორმაციის მიღების, მიწოდებისა და მათი ვადების შესახებ, შესაბამისად მართოს სამუშაო პროცესი;
  •  ეფექტურად იმუშაოს მასზე დაკისრებული დავალებების შესრულებისას და შეინარჩუნოს პროფესიული სკეპტიციზმი;
  •  მონაწილეობა მიიღოს კლიენტი კომპანიის ინვენტარიზაციის პროცესში;
  •  აუდიტის პროცესში შესრულებული სამუშაო დროულად და ადეკვატურად დაადოკუმენტიროს შესაბამის პროგრამაში.


დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „ფინანსური აუდიტის ასისტენტი".

ბუღალტერია/ფინანსები
აუდიტი