საწყობის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 2000
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
22 ნოე - 16 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ვ.ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი „ენმედიცი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი 10:00 სთ 18:00 სთ

სახელფასო რეინჯი: 2000 ლარიდან

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი/პროფესიული განათლება სასურველია სამედიცინო მიმართულებით
  • მსგავს პოზიციაზე (მენეჯერი, ხელმძღვანელი) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საწყობში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • თანამედროვე სასაწყობო პროცესების სიღრმისეული ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობში პროდუქციის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი;
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული საწყობის თანამშრომელთა მუშაობის კოორდინირება;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
  • საწყობის გამართული მუშაობის პროცესების დაცვა;
  • მიღებულ და გაცემულ პროდუქციაზე პასუხისმგებლობა;
  • საწყობის ნაშთების ინვენტარიზაცია;
  • პროდუქციის მიღება/გაცემების მონიტორინგი;
  • პროდუქციის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • პროდუქციის ცვლილებების ასახვა FINA-ში;
  • პოზიციასთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება.

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ორგანიზებული;
  • ლიდერული თვისებების მქონე;
  • ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
  • მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: hr@enmedic.com

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9

 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი