ცენტრალიზებული მომარაგების ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
30 ნოე - 16 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„დეილი“ სუპერმარკეტი ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ამჟამად კომპანია ფლობს 150-მდე ფილიალს ქვეყნის მასშტაბით. 

კომპანია ყოველდღიურად 30 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში. 

2017 წლიდან „დეილი“ მომხმარებლებს სთავაზობს მზა კვებისა და საკონდიტრო ნაწარმის ფართე არჩევანს, რომლითაც უწყვეტ რეჟიმში ხდება ფილიალების მომარაგება. 

სუპერმარკეტების ქსელში 1500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. 

სუპერმარკეტების ქსელი ,,დეილი“ აცხადებს ვაკანსიას ცენტრალიზებული მომარაგების ხელმძღვანელის პოზიციაზე. 
 
სამუშაო ადგილი : თბილისი, უზნაძს ქ  

გრაფიკი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი) 

დასვენების დღეები: შაბათ-კვირა 

 

ძირითადი ფუნქციები: 

  • დეცენტრალიზებული მომარაგების პროგრამულად გამართვა; 
  • BDO-სთან კომუნიკაცია, ახალი ფუნქციონალების, ცვლილების აწყობა 1C პროგრამაში; 
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია; 
  • საჭიროების შემთხვევაში მაღაზიების მენეჯერების გადამზადება (თუ როგორ იმუშაონ ცენტრალიზებული მომარაგების მხრივ); 
  • მარაგების, შესრულებული ოპერაციების კონტროლი; 
  • შესყიდვის დოკუმენტების ვადაგადაცილების, ჩახურვის მონიტორინგი პროგრამულად; 

 

დამატებითი მოთხოვნები: 

  • 1C პროგრამაში მუშაობის ცოდანა და გამოცდილება 
  • MS Office-ის პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) საფუძვლიანი ცოდნა (მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) 

 

კომპეტენცია და უნარები 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • კომპლექსური აზროვნება 
  • საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი 
  • დროის ეფექტური მართვის უნარი 
  • კომუნიკაბელურობა 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@daily.ge. სათაურის ველში მიუთითეთ “ცენტრალიზებული მომარაგების ოპერატორი“ 
 
გისურვებთ წარმატებას! 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
მარაგების მართვა