სოც-მედია მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1600 - 1600+ ბონუსი
  • 1 - 2 წლამდე
16 ნოე - 16 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „აიპლიუსი“ 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს ტექნიკის ბაზარზე ლიდერის პოზიციას.

2018 წლიდან ”აიპლიუსი”  საქართველოში Apple inc.-ის ოფიციალური პარტნიორია.

თუ ხარ მოტივირებული, კრეატიული, გიზიდავს სიახლეები და ტექნოლოგიური ინოვაციები, იცი ვინები არიან სტივ ჯობსი და სტივ ვოზნიაკი შემოუერთდი

ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე  სოც.მედია მენეჯერის პოზიციაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის სოციალური მედიის მართვა და განვითარება;
  • ციფრული მედია არხების (Facebook, YouTube ) განვითარების სტრატეგიის   შემუშავება, მართვა/მონიტორინგი კვალიფიციურ გუნდთან ერთად;
  • ვიზუალური მასალების: პოსტერი, ბანერი, ვიდეო, და ა.შ მომზადება, მართვა და რეპორტინგი 
  • კრეატიული და საინტერესო კონტენტის მოძიება, შექმნა, განთავსება, ადმინისტრირება;
  • მიმდინარე ტრენდებისა და ტექნოლოგიური სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
  • Apple inc.-ის გაიდლაინების მიხედვით პოსტების მომზადება Apple პროდუქციის. სხვა პროდუქციის პოსტებში გაქვთ შემოქმედებითი თავისუფლება.
  • Facebook მომხმარებლებისთვის პასუხის გაცემა და რეპორტინგი;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
  • სოციალური მედია კამპანიის დაგეგმვა, რეკლამის ბიუჯეტირება და განხორციელება;
  • სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება და რეპორტინგი;
  • ციფრულ პარტნიორებთან თანამშრომლობა და მოლაპარაკებების წარმოება, სხვადასხვა აქტივობების დაგეგვმა და წარმოება;
  • სარეკლამო კომპანიებთან ურთიერთობა და ვიზუალების და ბრიფის მიწოდება;
  • Google Analytics და Facebook Ads Manager საბაზისო ცოდნა;
  • შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის ან/და გუნდის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების Adobe Photoshop, Apple iWork,  Adobe Illustrator ცოდნა;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;

 

 

ანაზღაურების რეინჯი:

1600 ლარი (ხელზე ასაღები)  + საბონუსე სისტემა

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@iphone.com.ge. გთხოვთ “subject” ველში მიუთითოთ “სოციალური მედიის მენეჯერი”.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „აიპლიუსმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

 

გისურვებთ  წარმატებას!

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
The company
თბილისი