ლოკალური ტექნიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000
  • ბაკალავრი
  • რუსული
26 ნოე - 15 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული

უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში.

ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში.

მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში.

საქართელოში“ბს/2 ჯორჯია“ წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 60-ზე მეტი თანამშრომლით. 

“ბს/2 ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას ლოკალური ტექნიკოსის პოზიციაზე

 

პოზიცია: ლოკალური ტექნიკოსი 

მდებარეობა:თბილისი 

 

ვალდებულებები: 

  • საბანკო მოწყობილობებზე სარემონტო სამუშოების ჩატარება; 
  • პოს-ტერმინალების შეკეთება, შეცვლა გაწმენდა; 
  • სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება წესის შესაბამისად. 

 

მოთხოვნები: 

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან პროფესიული ტექნიკური განათლება 
  • ენების ცოდნა: ქართული, რუსული ( კარგად) 
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა 

 

ანაზღაურება: 1000 ლარი 

 

კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ: 

  • თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.); 
  • მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში; 
  • დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს; 
  • მუშაობას მეგობრულ კოლექტივში; 
  • ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის. 

 

გასაუბრებაზე მოვიწვევთ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებს. ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალურობას. 

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით ) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე:  hr.ge@bs2.Lt და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი
მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება