ადმინისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • რუსული
06 დეკ - 15 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში.

მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში.

საქართველოში "ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 70-ზე მეტი თანამშრომლით.

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე

პოზიცია: ადმინისტრატორი

ქალაქი: თბილისი

 

ფუნქცია - მოვალეობები:

  • შვებულებების, მივლინებებისა და ბიულეტენების ადმინისტრირება;
  • კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვა;
  • კომპანიის შინაგანაწესის განხორციელების მონიტორინგი და დარღვევების აღრიცხვა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის გადამისამართება;
  • თანამშრომლების მხარდაჭერა ადმინისტრაციულ საკითხებში;
  • კომპანიაში შემომავალი და გამავალი დოკუმენტაციის კონტროლი და აღრიცხვა/მათი გაგზავნა;
  • შეხვედრების/თათბირების ორგანიზება, და შესაბამისი პროტოკოლების მომზადება;
  • დირექტორის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;

 

ანაზღაურება გამოცდილებიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:

  • თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
  • მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
  • დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
  • ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება.

შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

ადმინისტრაცია
ადმინისტრატორი