აჭარის რეგიონის ავტომობილების განცხადებების გაყიდვების ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • გამოცდილების გარეშე
  • ქართული
16 ნოე - 01 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

AUTO.ge აცხადებს ვაკანსიას აჭარის რეგიონის ავტომობილების განცხადებების გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას და გაძლევთ შანსს, რომ კარიერის შექმნა ჩვენს კომპანიაში დაიწყოთ.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ვაკანსიის სამუშაო აღწერილობას, მოთხოვნებსა და პირობებს.
 

სამუშაოს აღწერა:

  • კლიენტებთან და მომხმარებლებთან დარეკვა
  • კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება
  • განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა.



მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet)

 

პიროვნული თვისებები:

  • აქტიურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • კარგი პრეზენტაციის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სირთულეების დაძლევის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმეზე ორიენტირებულობა.

 

ინფორმაცია პირობების შესახებ:

  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი -პარასკევი 09:30-18:30
  • კანდიდატები გაივლიან ერთი კვირიდან ორ კვირამდე სწავლების პერიოდს.

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: info@auto.ge

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
კლიენტების მომსახურების მენეჯერი,
გაყიდვების ქოლცენტრი