დამლაგებელი თბილისსა და ნატახტარში
თბილისი, ნატახტარი
  • სრული განაკვეთი
  • 365 - 365
დღეს - 16 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე თბილისსა და ნატახტარში.

 

ანაზღაურება: 365 (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე)

გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 08:00-15:00 ან 15:00-22:00

შაბათი ან კვირა 08:00-22:00

1 დღე დასვენება

 

მოთხოვნები:

  • შრომისმოყვარე
  • მოწესრიგებული
  • კეთილსინდისიერი

 

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: „დამლაგებელი - „თელავი“.

 

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

· თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;

· შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.

დასუფთავება
დამლაგებელი