პოს-პროგრამირების ტერმინალების ტექნიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900 - 900
  • ბაკალავრი
  • რუსული
06 დეკ - 15 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში

"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 70-ზე მეტი თანამშრომლით. 
 

"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოს-პროგრამირების ტერმინალების ტექნიკოსის პოზიციაზე

 

ქალაქი: თბილისი 

 

მოვალეობები: 

  • პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება; 
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება; 

  

მოთხოვნები: 

  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით; 
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ენების ფლობა: ქართული და რუსული კარგად. 
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა; 

 

საწყისი ხელფასის ოდენობა: 900 ლარი. 
 

კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ: 

  •  თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.); 
  •  მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში; 
  •  დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს; 
  •  ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა; 
  •  მუშაობას მეგობრულ კოლექტივში; 
  •  ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის. 

 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr.ge@bs2.Lt და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის დასახელება. 
 
შპს "ბს/2 ჯორჯიას" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში. 
 
გისურვებთ წარმატებას! 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი