ბაღის მხარდამჭერი მასწავლებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
21 ნოე - 01 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია კომპანიის შესახებ: ბრიტანულ-ქართული აკადემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ავტორიზებული კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც 2006 წელს დაარსდა.

ჩვენი მიზანია მოსწავლეებს მივცეთ საუკეთესო ხარისხის განათლება, რომელიც მათ 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მოამზადებს. 

ბრიტანულ-ქართული აკადემია აცხადებს ვაკანსიას ბაღის მხარდამჭერი მასწავლებელის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია) 

სამუშაო განაკვეთი: სრული 

გრაფიკი: 08:30-18:00 საათი  

 

ძირითადი მიზანი:

  • მხარდამჭერი-მასწავლებლის თანამდებობის ძირითადი მიზანია მასწავლებლების აქტიური მხარდაჭერა სამუშაო პროცესში და მოსწავლეთა აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა, ასევე მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:  

  • მოსწავლეთა მომზადება საგაკვეთილო პროცესისთვის და მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობა გაკვეთილის წარმართვის პროცესში; 
  • მუდმივი კომუნიკაციისაა და უკუკავშირის უზრუნველყოფა კლასის კოორდინატორთან;  
  • პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;  
  • მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება; 
  • მშობლებთან რეგულარული კომუნიკაცია სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების, მოსწავლეთა საჭიროებებისა და სხვა საკითხების შესახებ. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში; 
  • მხარდამჭერ მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება; 
  • კლასის მართვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა. 

 

პიროვნული უნარები:  

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე; 
  • ორგანიზებულობის უნარი. 

 

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრებისა და ტესტირების შედეგად. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თანდართული დოკუმენტის სახით ატვირთული, თქვენი მხრიდან შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე bga@bga.ge, არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა 

სათაურში გთხოვთ მიუთითოთ “ბაღის მხარდამჭერი მასწავლებელი”.  

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების კანდიდატები.  

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. 

მეცნიერება/განათლება
სკოლამდელი განათლება