უსაფრთხოების თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური,რუსული
21 ნოე - 01 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„ბრიტანულ-ქართულ აკადემია” აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე 2022 წლის ნოემბრისთვის. სტრუქტურული ერთეული: შპს “ბრიტანულ-ქართული აკადემია’’/’’თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა’’

 

თანამდებობა: უსაფრთხოების თანამშრომელი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • სკოლის შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
  • ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი;
  • განსაკუთრებული ღონისძიებების დროს უსაფრთხოების პროცედურების ზედმიწევნით შესრულება და კოორდინირება;
  • მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და სტუმრების შენობაში შესვლისა და გასვლის მონიტორინგი და აღრიცხვა;
  • შენობაში უცხო პირთა შესვლის აღკვეთა;
  • თანამშრომლებისა და სტუმრების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
  • სასწავლო დღის ბოლოს შენობის ინფრასტრუქტურის შემოწმება და მოწესრიგება;
  • საგანგებო სიტუაციების დროს მოსწავლეების, თანამშრომლებისა და შენობაში მყოფ სხვა პირთა დაცვა და მათი ევაკუაციისთვის ხელშეწყობა; 

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  • კომუნიკაციისა და ორგანიზებულობის უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: levan.khorbaladze@bga.ge 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - უსაფრთხოების თანამშრომელი.

 

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 

უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი)