უმცროსი პროექტების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
16 ნოე - 16 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას უმცროსი პროექტების მენეჯერის პოზიციაზე. 

მდებარეობა: თბილისი 

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი) 

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი) 

 

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 

  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%); 
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე 

 

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები 

  • დასმული ამოცანის ბიზნეს მოთხოვნების ანალიზი, პროექტების მიზნების და სარგებლის განსაზღვრა; 
  • ამოცანის ჩამოყალიბების, დამუშავების და რეალურ გარემოში დანერგვის პროცესებში ჩართულობა; 
  • პროექტის თითოეულ დავალებაზე წინასწარ შეთანხმებული ხარისხის და ტესტირების პროცესის კონტროლი; 
  • პროექტების ვადების კონტროლი და დამკვეთის ინფორმირება, პროექტის მსვლელობის ყველა ეტაპზე; 
  • რეკომენდაციების გაწევა ტექნოლოგიური ოპტიმიზაციისა და სიახლეების დანერგვასთან დაკავშირებით; 
  • საჭიროების შემთხვევაში, პროექტში ჩართული რგოლებისთვის ტრენინგების დაგეგმვა ჩატარება და ინსტრუქციების მომზადება; 
  • პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მართვა (smartsheet); 
  • ვენდორებთან ურთიერთობა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმაციული ტექნოლოგიები); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;     
  • ERP და JIRA სისტემებთან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;     
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური ენის ცოდნა. 

 

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები 

  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • სამუშაო დროის ეფექტიანად გადანაწილებისა და მართვის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაციის კარგი უნარი. 

 

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

საბანკო
ლიზინგი
სხვა
პროექტის მართვა