გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2000 - 4000
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
21 ნოე - 15 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სარემონტო მასალების შოურუმი “ვენეტო დიზაინი” აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

დასახელება: გაყიდვების მენეჯერი

მომწოდებელი: ვერონა ჯგუფი, სარემონტო მასალების შოურუმი “ვენეტო დიზაინი”

 

სარემონტო მასალების შოურუმი “ვენეტო დიზაინი” ფუნქციონირებს თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის #38-ში. კომპანია ევროპის ქვეყნებიდან ახორციელებს პრემიუმ კლასის კერამიკული ფილების, უნიტაზების, ხელსაბანების, ნიჟარების, შემრევების, ონკანების, შპალერის, პარკეტის, აბაზანის, ტუალეტის და სამზარეულოს მოწყობილობების და აქსესუარების იმპორტს და რეალიზაციას.

“ვერონა ჯგუფი” თანამშრომლებს სთავაზობს პროფესიონალური ზრდის, კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობებს. ჩვენი კორპორატიული კულტურა დამყარებულია გუნდურობასა და ჰორიზონტალურ მმართველობაზე, ფუნქციათა გადანაწილების პირობებში.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  დარბაზში განთავსებული პროდუქციის და კატალოგებით გათვალისწინებული არჩევანის ზედმიწევნით ცოდნა;
  •  მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სარეალიზაციოდ წარმოდგენილი და კატალოგებით გათვალისწინებული პროდუქციის შერჩევისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • მომხმარებლისთვის თავაზიანი და ეფექტიანი მომსახურების გაწევა;
  • ინტერიერის დიზაინერებთან კომუნიკაცია, გრძელვადიანი პარტნიორული თანამშრომლობა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების და რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ორიენტაცია;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა - ხელშეკრულების შედგენა, მონაცემების შეყვანა სისტემაში, სასაწყობე ნაშთების გადამოწმება, მიწოდების მონიტორინგი და ა.შ.

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელი მოთხოვნაა საოჯახო პროდუქციის ან/და სარემონტო მასალების გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვების ტექნიკის და სპეციფიკისა ცოდნა;
  • დიზაინერებთან და არქიტექტორებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების საშუალოზე კარგად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
  • აუცილებელია რიცხვითი შინაარსის ინფორმაციით ოპერირების უნარი.

 

სხვა მოთხოვნები:

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა;

 

დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა - ორი თვე (ანაზღაურებადი)

ყოველთვიური ანაზღაურება 2000 - 4000 ლარი.

 

დაინტერესებულ პირებმა რეზუმე (CV) ფოტოსურათით  უნდა გამოაგზავნონ, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე sales@veneto.ge გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი შესაძლოა ვერ იქნას განხილული.

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და შერჩევის შემთხვევაში მიეცემათ გამოსაცდელი ვადა - ორი თვე.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი