შესყიდვების/იმპორტის მენეჯერის თანაშემწე
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული,იტალიური
21 ნოე - 15 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "ვერონა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და იმპორტის მენეჯერის თანაშემწეს თანამდებობაზე. 

დასახელება: შესყიდვების და იმპორტის მენეჯერის თანაშემწე 

მომწოდებელი: იტალიური ავეჯის სახლი “ვერონა” 

შპს "ვერონა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და იმპორტის მენეჯერის თნაშემწეს თანამდებობაზე.  

 

იტალიური ავეჯის გამორჩეული სტილის შოურუმი “ვერონა” ფუნქციონირებს თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანზე და ათი წელია უწყვეტად ახორციელებს კოლექციის და პარტნიორების გაფართოვების პოლიტიკას. შოურუმში წარმოდგენილია და კომპანია ეწევა ავეჯის, აქსესუარების, სამზარეულოს,

სამზაეულოს ტექნიკის, განათების სისტემების, ხალიჩების, დეკორაციებისა და აქსესუარების იმპორტს და რეალიზაციას.  

“ვერონა ჯგუფი” თანამშრომლებს სთავაზობს პიროვნული ზრდის, კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობებს. ჩვენი კორპორატიული კულტურა დამყარებულია გუნდურობასა და ჰორიზონტალურ მმართველობაზე, ფუნქციათა გადანაწილების პირობებში. 

შესყიდვების და იმპორტის მენეჯერის თნაშემწესთვის განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები, მოთხოვნილი კვალიფიკაცია და აუცილებელი პიროვნული თვისებები: 

 

ძირითადი მოთხოვნები 

  • უმაღლესი ეკონომიკური განათლება; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება; 
  • კომპანიის მართვის პროგრამულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;  
  • იტალიური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • სასაქონლო (ინვოისი და შეფუთვის ცხრილი) და სატრანსპორტო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • არსებულ მომწოდებლებისგან შესასყიდი პროდუქციის გეგმის შედგენაში მონაწილეობა; 
  • პოტენციური შესასყიდი პროდუქციის მოძიება ახალი მიმწოდებისგან, მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების გაფორმება; 
  • ლოჯისტიკის ალტერნატივების შესახებ ინფორმაციების მოძიება და დაგეგმვა, მართვა, 
  • იმპორტირებული ტვირტების დოკუმენტაციის დამუშავება და საბაჟო გაფორმებისთვის მომზადება; 
  • პროდუქტის თვითღირებულების კალკულაცია; 
  • შესყიდული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი და დოკუმენტაციის დაარქივება; 
  • მარაგების კრიტიკული რაოდენობების განსაზღვრა და კონტროლი; 
  • მომწოდებელ ქარხნებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან დებიტორული და კრედიტორული ნაშთების მუდმივი კონტროლი. 
  • უნარ-ჩვევები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების და შესწავლის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 

 

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11.00 - 19.00 საათი  

ანაზღაურება ეფუძნება ფიქსირებულ სისტემას, ასევე მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას, საკომუნიკაციო და სამივლინებო ხარჯებს. 

 

კანდიდატებმა CV ფოტოსურათით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე info@verona.ge და გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბერი. 

 
გისურვებთ წარმატებას! 

 

 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება
შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)