აღმასრულებელი მენეჯერი
მცხეთა, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • 3 - 5 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
15 ნოე - 15 დეკ
ვიპ CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია

„ჩინებული“- ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი მენეჯერის პოზიციაზე 

 

მოვალეობები : 

  • კომპანიის მმართველ ორგანოსთან ერთად შემუშავებული გეგმების შესრულება; 
  • ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ღვინის მარკეტინგული შეფუთვა და  გაყიდვები; 
  • სადეგუსტაციო ივენთების დაორგანიზება; 
  • საწარმოს ტექნოლოგიური პროცესების მართვა;  
  • საწარმოში არსებული სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების მართვა;  
  • მანქანა-დანადგარებისა და საწარმო აღჭურვილობების ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;  
  • საწყობის მართვა; 
  • უსაფრთხოების სისტემის შემუშავება და მონიტორინგი; 
  • ვენახის მოვლის სტანდარტების შემუშავება; 
  • შემუშავებული წესების დანერგვა და რეპორტინგის წარმოება; 
  • დაქვემდებარებული კადრების დაკომპლექტება, სწავლება, მხარდაჭერა და მოტივირება; 
     

 

პროფესიული უნარები :  

  • აღნიშნულ პოზიციაზე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სავალდებულოა) 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა 
  • უცხო ენების ცოდნა 
  • გუნდის მართვის და დავალებების დელეგირების უნარი 
  • ორგანიზებულობა 
  • მაღალი პასუხისმგებლობა 
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა 
     

 

საჭიროა კანდიდატი ფლობდეს მართვის მოწმობას, ვინაიდან მარანი მდებარეობს ქალაქგარეთ საგურამოსთან, სოფელ ბიწმენდში 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „  გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა