კლიენთა მომსახურების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
25 ნოე - 15 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "ვაკო მოტორსი" 2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 60-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს.

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს:

  •  სატვირთო ავტონაწილები და ავტოსერვისი;
  •  "შევრონის" საავტომობილო ზეთები;
  •  სატვირთო ავტომანქანის საბურავები;
  •  სატვირთო ავტომანქანების რეალიზაცია.

 

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

  •  ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  •  შვებულების გარდა დამატებით 10 Day Off-ს წელიწადში;
  •  პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  •  ტრენინგების დაფინანსებას
  •  კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.

 

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კლიენთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე:

 

სამუშაო ფუნქციები:

  •  სერვისში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროების განსაზღვრა, დაკვალიანება და გადამისამართება შესაბამის ადრესატთან;
  •  სერვისში შემოსული მანქანების პარკინგზე სწორად განლაგების კონტროლი;
  •  მომხმარებელთა რიგების მართვა;
  •  სერვისში მოცდის პერიოდში მყოფი მომხმარებლების გაკონტროლება, რათა დაიცვან წესრიგი;
  •  საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთა ინფორმირება კომპანიაში არსებული წესების თაობაზე;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

  •  უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  •  სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (უპირატესობა მიენიჭება სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
  •  სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების მინიმუმ სასაუბრო დონეზე ცოდნა;

 

დამატებითი ინფორმაცია:

  •  გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით);
  •  სამუშაო ადგილი: თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს - ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია დიდუბის მეტროდან)

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: HR@vakomotors.ge . წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი“. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით cv-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

„ვაკო მოტორსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!

გაყიდვები
კლიენტების მომსახურების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი
თბილისი