კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
25 ნოე - 15 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "ვაკო მოტორსი"  2009 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ერთ-ერთი ლიდერია საქართველოში სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში. კომპანია "DAF"-ის ოფიციალური დილერია საქართველოში და 60-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს სთავაზობს თავის მომხმარებელს. 

 

კომპანია სამი მიმართულებით ავითარებს თავის ბიზნესს: 

  • სატვირთო ავტონაწილები და ავტოსერვისი;  
  • "შევრონის" საავტომობილო ზეთები; 
  • სატვირთო ავტომანქანების რეალიზაცია.  
     

 
კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს: 

  • ყოველწლიურ ბონუსს შესრულებული შეფასების სამუშაოდან გამომდინარე;  
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას; 
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; 
  • ტრენინგების დაფინანსებას; 
  • კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.  

 

შპს "ვაკო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში

 

ფუნქცია - მოვალეობები:  

  • გაყიდვების ყოველთვიური გეგმების შესრულება; 
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკება; 
  • კლიენტთა პორტფელის შექმნა და განვითარება;  
  • არსებულ და პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი- მათთვის სიახლეების გაცნობა და ახალი პროდუქტების შეთავაზება; 
  • არსებულ და პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებაზე ზრუნვა; 
  • კლიენტთა ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი (დებიტორული დავალიანების კონტროლი, თანხების ამოღებაზე ზრუნვა); 
  • ბაზარზე არსებული სიახლეების მოძიება და კონკურენტების პერიოდული ანალიზი. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები: 

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების/ფინანსების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;  
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ავტო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას);  
  • სასურველია სატვირთო ავტომობილების სფეროს ბაზრისა და სპეციფიკის ცოდნა;  
  • აუცილებელია ინგლისური (მინიმუმ B2 დონე) და რუსული (მინიმუმ B1) ენების ცოდნა;  
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მომწობის ქონა 
  • საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი; 
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებული, მიზანდასახული.  

 

დამატებითი ინფორმაცია:  

  • სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი - პარასკევი,  09:00 – 18:00 სთ; 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი.    

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: HR@vakomotors.ge . წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება:  "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი-ბათუმი". 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე. 

„ვაკო მოტორსი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.  

გისურვებთ წარმატებებს!  

 

გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)