სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
თბილისი
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
30 ნოე - 15 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

პრობლემური აქტივების მართვის კომპანია შპს „ტრიბა“, რომელიც წარმოდგენილია 7 ფილიალით თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, 2009 წლიდან მოყოლებული წარმატებით მოღვაწეობს, პრობლემური აქტივების მართვის სფეროში.კომპანიაში დასაქმებულია 200-მდე თანამშრომელი.

 

შპს „ტრიბა“ აცხადებს სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში

 

ვაკანსია იურისტი, თბილისში  

გამოსაცდელი ვადა 3-დან 6-თვემდე; 

               

მოვალეობები:  

  • ორგანიზაციის წარმომადგენლობა სასამართლოში, საჯარო რეესტრსა და  სხვადასხვა დაწესებულებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 
  • სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა; 
  • სასარჩელო წარმოება სასამართლოსა და არბიტრაჟში; 
  • კონკრეტულ საქმეზე იურიდიული დასკვნის მომზადება 
  • სამართლებრივი საკითხებისა და დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი რეაგირება; 
  • სხვადასხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება იურიდიული სამსახურის მოთხოვნების შესაბამისად. 

 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი იურიდიული განათლება; 
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • აქტიურ და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • სასურველია, კანდიდატს ჩაბარებული ქონდეს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა. 

 

სამუშაო საათები:  

  • ორშაბათი - პარასკევი სრული სამუშაო განაკვეთი; 
  • შაბათი - ნახევარი სამუშაო განაკვეთი. 

          

ამ პოზიციაზე  თქვენი კანდიდატურის განსახილველად, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ მისამართზე:  hr@triba.ge ასევე მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.   

იურიდიული
სტაჟიორი (იურიდიული)