ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
15 ნოე - 15 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას  ბუღალტრის თანამდებობაზე. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.zoommer.ge;  

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. 

სამუშაოს ტიპი  - სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • საქართველოს კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საბუღალტრო-ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შესაბამისი ოპერაციები). 
  • რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა; 
  • ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების შესრულება; 
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; 
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე; 
  • მთავარი ბუღალტრის მიერ მიცემული სხვა ბუღალტრული დავალების შესრულება; 

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;  
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel სავალდებულოა); 
  • საბუღალტრო პროგრამა 1C-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;  
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (IFRS). 

 
ზუმერი გთავაზობთ: 

  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს; 
  • ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით. 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:  

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ,,ბუღალტერი". 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

 

გისურვებთ წარმატებას! 

ბუღალტერია/ფინანსები
ბუღალტერი (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
მცხეთა, სხვა