შემფასებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
15 ნოე - 15 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „თიბისი ლიზინგი“ უმსხვილესი სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სს „თიბისი ბანკის“ მიერ. კომპანია დღეისათვის ლიდერია ლიზინგის ბაზარზე 70%-იანი წილით. ჩვენი კლიენტები არიან: სამედიცინო, პოლიგრაფიული, სატრანსპორტო კომპანიები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის, მომსახურებისა და ვაჭრობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში მომუშავე კომპანიები მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ პირობებს სწრაფ ავტო-ლიზინგზე: ახალი და მეორადი ავტომობილების დაფინანსება - როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვისაა განკუთვნილი.

 

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას შემფასებლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  •  ჯანმრთელობის დაზღვევას;
  •  კორპორაციული სატელეფონო ნომრით სარგებლობას;
  •  თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე;

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება, საბაზრო და სალიკვიდაციო ღირებულების განსაზღვრა;
  •  მოძრავი და უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი სექტორულ ჭრილში;
  •  ლიზინგის აქტივების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა და მართვა (პროცესი ითვალისწინებს აქტივების ტექნიკურ-ფუნქციონალურ შემოწმებას და დასკვნის მომზადებას);
  •  ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება;
  •  უძრავი/მოძრავი ქონების შეფასების გამოცდილება;
  •  სასურველია ავტოსატრანსპორტო, საგზაო/სამშენებლო და სპეც. ტექნიკის ტექნიკური ცოდნა;
  •  სასურველია უძრავი ქონების ბაზრის ცოდნა;
  •  სამედიცინო აქტივების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  •  მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში.
  •  უპირატესობა მიენიჭებათ სერთიფიცირებულ სპეციალისტებს;

 

უნარ-ჩვევები:

  •  ინფორმაციის ოპერატიულად მოძიების და დამუშავების უნარი;
  •  კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
  •  სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

 

შერჩევის მეორე ეტაპი მოიცავს უძრავი/მოძრავი ქონების შეფასების დასკვნის მომზადებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcleasing.ge

გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

საბანკო
ექსპერტ-შემფასებელი (ავტომობილები)
სამშენებლო, უძრავი ქონება
უძრავი ქონების ექსპერტი/შემფასებელი