ვაკანსიაზე გამოხმაურება

ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთნის დამხმარე (ქირურგიის დეპარტამენტში, ენდოვასკულურ საოპერაციოში) 

 

სავალდებულოა: 

  • საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (III კურსიდან). 

 

სასურველია: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა 
  • კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების – დამზადება/გამოყენება 
  • სამედიცინო ნარჩენების  სეგრეგაცია 
  • სამედიცინო იარაღების/ინვენტარის გამოყენება, რეცხვა, დეზინფექცია და სტერილიზაცია 
  • ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით 
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში 
  • პაციენტთა ჰიგიენიაზე ზრუნვა და უზრუნველყოფა. 

 

პიროვნული თვისებები: 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com  და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ექთნის დამხმარე).  

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1 დეკემბერი. 

 

სამედიცინო
მედდა