სამეურნეო პროექტების კოორდინატორი კახეთში
ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
29 ნოე - 14 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 "კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“   საგარეჯოს მუნიციპალიტეტ, სოფელ მანავში აცხადებს ვაკანსიას „სამეურნეო პროექტების კოორდინატორის“  პოზიციაზე.

მდებარეობა: კახეთი
სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პროექტის ტექნიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პერსპექტივების დაგეგმვა,განხორციელების ორგანიზება, დირექტირება და კონტროლი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალი ხარისხის პროდუქციის დამზადების უზრუნველსაყოფად;
  • პროექტის მომგებიანად წარმართვის ოპერატიული დაგეგმვა;
  • პროექტის განხორციელების შემაფერხებელი ფაქტორების გამოვლენა და მუშაობა მათი აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებაზე;
  • მართვის კურსის და მიზნების ჩამოყალიბება;
  • მენეჯმენტის სტილის და კულტურის სწორად განსაზღვრა;
  • სტრუქტურული ერთეულების კოორდინირება, მათი ეფექტური მუშაობის წარმართვა და შესრულების კონტროლი;
  • მიწის ნიმუშების აღების საჭიროების განსაზღვრა და ასეთის საჭიროების შემთხვევაში მისი უზრუნველყოფა;
  • აგრონომთან შეთანხმებით ვენახების გაშენების უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური აღჭურვილობების საჭიროების დადგენა;
  • შემოღობვითი სამუშაოების უზრუნველყოფა;
  • ვენახის ჩაყრისა და მისი მორწყვის (წვეთოვანი გზით) უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული;
  • მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.


 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2022 წლის  14 დეკემბერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენნი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „სამეურნეო პროექტების კოორდინატორი“  რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

 

წარმოება/ოპერაციები
პროექტების მართვა