აგრონომი სოფელ მანავში
საგარეჯო, სხვა
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
29 ნოე - 14 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

 

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“  აცხადებს ვაკანსიას „აგრონომის“  პოზიციაზე.

მდებარეობა: სოფ.მანავი

სამუშაო გრაფიკი: სრული

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • აგრო-ტექნიკური საქმიანობის  ყოველდღიური კონტროლი;
  • ნიადაგის დამუშავების პროცესის ზედამხედველობა;
  • ნერგების გაშენების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • საირიგაციო სისტემის მოწყობაში მონაწილეობა და ზედამხედველობა;
  • ნაკვეთის მორწყვის ზედამხედველობა და ნიადაგის ტენიანობის კოტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
  • მცენარეების ზრდა-განვითარების ზედამხედველობა, მათ დაავადებების აღმოსაფხვრელად   შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • მცენარეების დათესვისა და დარგვის პროცედურების მონიტორინგი და ამ პროცესებში მონაწილეობის მიღება;
  • ბაღში, აგრო კალენდრის მიხედვით, სამუშაოების წარმართვა;
  • ბაღის გაშენება/მოვლა/პატრონობასთან დაკავშირებულის სხვადასხვა სამუშაოების წარმართვა;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება აგრონომიული მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საველე პირობებში მუშაობის უნარი.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 14 დეკემბერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ   თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე:  hr@ktw.ge,  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,აგრონომი“

 რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობა/სასათბურე მეურნეობა