ხელფასების წარმოების ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
29 ნოე - 14 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში.

კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა“ აცხადებს ვაკანსიას  ხელფასების წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
  • ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
  • დიდ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა SAP Business one -ის ცოდნა სასურველია;
  • ACCA პირველი დონე აუცილებელია;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე  ცოდნა;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.

 

მოვალეობები:

  • პირველადი საბუალტრო დოკუმენტაციის დამუშავება;
  • ფ/პ მომსახურებების ხელშეკრულებების კონტროლი;
  • შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;  
  • ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • საპენსიო დეკლარაციის მომზადება და საპენსიო განაცემების დათვლა და კონტროლი;
  • ხელფასების გადარიცხვების წარმოება;
  • საბანკო ტრანზაქციების ასახვა პროგრამაში;
  • სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების მიღების, ჩამოწერის ოპერაციები;
  • სალარო ნაშთების კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

 

  უნარ-ჩვევები:                 

  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
  • მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • დროის მართვისა და  პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;        
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  2022 წლის 14 დეკემბერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე,  ელ.ფოსტაზე:  hr@ktw.ge.  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,ხელფასების წარმოების ბუღალტერი“.  რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

,,KTW ჯგუფი“  მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ბუღალტერია/ფინანსები
ხელფასები (ბუღალტერია)