მთავარი ბუღალტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
14 ნოე - 14 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს "ართთაიმი" (https://www.arttime.ge/) დაარსდა 1999 წელს, თბილისში. ის იყო პირველი კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ შვეიცარიული საათი მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ადგილობრივი მომხმარებლისთვის და ქართულ ბაზარზე შემოიყვანა ცნობილი შვეიცარიული საათების ბრენდები. დღეს შპს "ართთაიმი" არის წამყვანი კომპანია საქართველოში წარმოდგენილი Swiss Made Watches სექტორში. 

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე თბილისში. 

 

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: 

  • საქართველოს კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საბუღალტრო-ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა. 
  • ბუღალტრული ჩანაწერების, ფინანსური და სხვა ანგარიშების მომზადება, შემოწმება და ანალიზი. 
  • დებიტორ/კრედიტორი ორგანიზაციების კონტროლი. 
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინაცია. 
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება. 
  • ფინანსური წლის/თვის/კვარტლის დახურვის პროცესის წარმართვა/კონტროლი. 
  • საბუღალტრო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება. 
  • საგადასახადო დეკლარაციების სწორად მომზადების უზრუნველყოფა გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა და დეკლარაციების შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა. 
  • ყოველთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის. 

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით. 
  • მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. 
  • 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. 
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა. 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 

 

უნარ-ჩვევები: 

  • გუნდური მუშაობის უნარი. 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი. 
  • მონაცემთა ანალიზის უნარი. 
  • ორგანიზებული. 

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 

  • სამედიცინო დაზღვევა. 
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს. 
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. 
  • ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას. 

 

კომპანია "ართთაიმის" შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: hr@arttime.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მთავარი ბუღალტერი"). 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ართთაიმმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ართთაიმის" ბაზაში 1 წლის ვადით. 

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. 

გისურვებთ წარმატებას! 

 

ბუღალტერია/ფინანსები
მთავარი ბუღალტერი