ჰოთ-დოგ მეიქერი
თბილისი
  • მოქნილი გრაფიკი
  • 800 - 1000
24 ნოე - 14 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „ნიკორა ტრეიდი“  ბაზარზე  მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის  „ნიკორა სუპერმარკეტისა“ და „ლიბრეს“ სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე. 

კომპანიის მთავარი მიზანია - თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება.  ჩვენი  გუნდი  6000-ზე მეტ  თანამშრომელს  აერთიანებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://nikorasupermarket.ge 

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას ჰოთ-დოგ მეიქერის პოზიციაზე ქ. თბილისში - დასაქმდი მარტივად გამოცდილების გარეშე 

 
ჩვენ გთავაზობთ: 

  • სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან: 800-1000 ლარი; 
  • ფასდაკლებას კვებაზე; 
  • ანაზღაურებად სტაჟირებას; 
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს; 
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა; 
  • სენდვიჩებისა და ჰოთ-დოგების მომზადება; 
  • ცივი და ცხელი სასმელების მომზადება; 
  • პროდუქციის დახარისხება და კონტროლი; 
  • სალარო ოპერაციების წარმოება. 

 

 
გახდი  ჩვენი  გუნდის წევრი   

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება ,,ჰოთ-დოგ მეიქერი’’. 

ან გადადი ლინკზე და დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია: https://forms.gle/1J9BPY567Eu2pkR6A  

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის  ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 

 
გისურვებთ წარმატებას! 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მზარეულის თანაშემწე