ინვოისების კლერკი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური
14 ნოე - 14 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი     „Majid Al Futtaim Retail“-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში სადაც 43,000 ადამიანია დასაქმებული. 
ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.   
„კარფური“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 16 მაღაზიით არის წარმოდგენლი. 
„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. 

 

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური)  გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ფინანსების დეპარტემენტში დამწყებ პოზიციაზე - ინვოისების კლერკი.

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ფინანსურ დოკუმენტაციაზე (ინვოისებზე/ზედნადებებზე) მუშაობა - მათი ორგანიზება და კონტროლი
  • სხვადასხვა ტიპის უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში მათი დროული კორექტირება
  • შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში ფინანსურ დოკუმენტაციის  (ინვოისების/ზედნადებების) აღრიცხვა და დამუშავება
  • მომწოდელბელბთან ურთიერთობა დოკუმენტაციის დროული ორგანიზებისა და ზუსტი აღრიცხვის მიზნით

 

მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსების ან საბუღალტრო აღრიცხვების მიმართულებით
  • სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა (B1)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • ორგანიზებულობა და მაღალი მოტივაცია

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ინვოისების კლერკი.“   

ბუღალტერია/ფინანსები
ანგარიშების მენეჯერი