ოფისის დაცვის თანამშრომელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 900 - 900
  • რუსული
14 ნოე - 14 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს მიღებას ოფისის დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

 

მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა.

 

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ყოველ მე-3 დღეს 24 საათის განმავლობაში.
  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 900 ლარი, მზარდი.

 

უნარები:

  • პუნქტუალურობა, დისციპლინა;
  • ენერგიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მობრძანდეთ შპს "ალგანის" სათავო ოფისში, თბილისი, გ. სააკაძის მეორე გასასვლელი #8, ორშაბათი-პარასკევი 10:00-13:00 საათამდე.

ან გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrsecurity@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაცვის კომპანია "ალგანში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცვის კომპანია "ალგანის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაცვის კომპანია "ალგანი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

უშიშროება/დაცვა
დაცვა (ზოგადი),
მაღაზიის/ობიექტის დაცვა