კონსიერჟი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
15 ნოე - 14 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

აქსის თაუერსი აცხადებს ვაკანსიას  კონსიერჟის პოზიციაზე

პოზიცია: კონსიერჟი

დამქირავებელი: აქსის თაუერსი

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, ცვლიანობის გრაფიკი

 

აქსის თაუერსი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე პირველი მრავალფუნქციური ცათამბჯენია საქართველოში, რომელიც აერთიანებს დეველოპმენტის 5 მიმართულებას - A კლასის ბიზნეს ცენტრს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, საცხოვრებელს, გასართობ და კომერციულ ფუნქციებს.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  სატელეფონო ზარების მიღება;
  •  ვიზიტორების მიმოსვლის მონიტორინგი;
  •  მაცხოვრებლების/მეიჯარეების ინფორმირება შენობაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
  •  მაცხოვრებლების/მეიჯარეების დახმარება მათგან მომართულ საკითხებში რელევანტურ პირებთან გადამისამართების გზით;
  •  წინა დღის ცვლის მიერ დატოვებული ინფორმაციის გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში საჭირო რეაგირება;
  •  შენობის გასაღებების უსაფრთხოდ ფლობა და საჭიროებისამებრ დისტრიბუცია;
  •  შენობის ლობიში კონფლიქტური სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში დაცვის სამსახურის მყისიერი ინფორმირება;
  •  შენობის ლობიში დასუფთავების საჭიროების შემთხვევაში დასუფთავების სამსახურის ინფორმირება;
  •  შენობის ლობიში ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, ტექნიკური დეპარტამენტის ინფორმირება;
  •  სამუშაოს დასრულების შემდგომ, დაცვის სამსახურისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარება.
  •  წინასწარ დადგენილი პერიოდულობით მაცხოვრებლების/მეიჯარეების კმაყოფილების და უკმაყოფილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის გაზიარება;
  •  უშუალო ხელმძღვანელის მიერ ნათხოვნი, პოზიციასთან შესაბამისი ფუნქციების შესრულება.

 

საჭირო განათლება, ცოდნა, თვისებები და უნარები:

  •  საშუალო ან უმაღლესი განათლება
  •  მომსახურების ან სტუმარმასპინძლობის სფეროში 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება
  •  სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა
  •  სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა

 

 საჭირო თვისებები:

  • პასუხისმგებლიანობა, კეთილსინდისიერება,
  • მობილიზებულობა,
  • სისხარტე
  • მოქნილობა,
  • სერვისზე ორიენტირებულობა,
  • შრომისმოყვარეობა,
  • ემოციური გაწონასწორებულობა,
  • თავაზიანობა

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი განახლებული CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე hr@axistowers.ge არაუგვიანეს 2022 წლის 20 დეკემბრისა. გთხოვთ წერილის შინაარსში (subject)

მიუთითოთ პოზიციის დასახელება-წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, ელ. ფოსტის „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

წარმატებას გისურვებთ!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
შვეიცარი (ბელბოი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი