საწარმოს თანამშრომელი/დამფასოებელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
14 ნოე - 14 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ქართული აგრო სახლი“ წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ  უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა „პლანტა“ და „ქართული მოსავალი“.

 

შპს „ქართული აგრო სახლი“ ეძებს თანამშრომლებს საწარმოს თანამშრომლის (დამფასოებლის) პოზიციაზე ქ.თბილისში.

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნედლეულის დახარისხება/გადამუშავება;
  • შეფუთულ პროდუქციაზე კომპანიის მიერ დადგენილი მოთხოვნების ზედმიწევნით შესრულება;
  • აკონტროლოს ნედლეულის მდგომარეობა და ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს;
  • წარმოების მფლობელობაში არსებული ინვენტარის კონტროლი;
  • პროდუქციის ეტიკეტირება და ყუთებში ჩაწყობა;
  • ცხაურების და ყუთების მარაგის კონტროლი;
  • ჩამოსაწერი და შეუსაბამო ნედლეულის აწონვა, დასტიკერება;
  • სამუშაო დღის ბოლოს საწარმოო ფართის დალაგება/დასუფთავება.

 

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

 

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@gah.ge  და ელ.ფოსტის “subject”-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
საწყობის თანამშრომელი
წარმოება/ოპერაციები
ხაზის ოპერატორი