გაყიდვების წარმომადგენელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
15 ნოე - 14 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Arkas Logistics საქართველოს ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.  

საერთშორისო ლოგისტიკურ კომპანია Arkas Logistics-ი, რომელიც 1989 წლიდან საქმიანობს აღნიშნულ სფეროში, ეძებს კვალიფიციურ და მოტივირებულ კანდიდატს საქართველოს ოფისის გუნდის გასაძლიერებლად.  

თუ ხართ მზად, რომ შემოუერთდეთ წარმატებულ და დიდ გუნდს, რომელიც მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მაშინ ეს თქვენი შანსია! 

 

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებ გვერდზე:  

Arkas Logistics - https://www.arkaslojistik.com.tr/en-US  

Arkas Holding - http://www.arkas.com.tr/en/arkas_holding.html 

 

სამუშაო ადგილი: თბილისი 

განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი), 9:00-18:00 

   

სამუშაოს ზოგადი აღწერა: 

  • ბაზრის კვლევა და კლიენტების იდენტიფიცირება; 
  • შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება და მართვა; 
  • კლიენტებთან და პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია; 
  • შემოსული შეკითხვების დამუშავება, ფასთა კოტირება და კონკურენტული შეთავაზებების მომზადება; 
  • შეკვეთების მიღება/გაფორმება; 
  • გადაზიდვების დაგეგმვა/ორგანიზება და კონტროლი; 
  • პრობლემური სიტუაციების შემთხვევაში ოპერატიული ჩართულობა და ადექვატური რეაგირება; 
  • გადაზიდვების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ სტატუსების მომზადება; 
  • კლიენტების პორტფელის ზრდა; 
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა; 
  • შედეგზე ორიენტირება და ყოველდღიური  დავალებების შესრულება. 

 

კანდიდატურის განსახილველად აუცილებელი მოთხივნები: 

  • გაყიდვების ან გადაზიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია და უპირატესობად ჩაითვლება გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება საექსპედიტორო/ფორვარდერ ან გადამზიდავ კომპანიაში; 

 

სხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები: 

  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
  • MS office პროგრამების ცოდნა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.    

 

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი СV ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr.tbilisi@outlook.com   

გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 

გაყიდვები
გაყიდვების აგენტი