შესყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
14 ნოე - 14 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „მარშე“ 2012 წლიდან შემოვიდა ბაზარზე და დაარსებიდან დღემდე ზრდისა და განვითარების პროცესს უწყვეტად განაგრძობს. ამ ეტაპზე წარმოების 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს: თევზეული, ძეხვეული, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული.

ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ საუკეთესო ხარისხითა და გემოვნებით გამორჩეული პროდუქტები სამომხმარებლო ბაზრისთვის და ვიყოთ წამყვანი პარტნიორი ქართულ HORECA ბიზნესში განსაკუთრებული პროდუქტების მიწოდებითა და ბიზნეს გადაწყვეტილებების შეთავაზებით, სადაც წინა პლანზე ყოველთვის ინოვაცური და პროფესიონალური მიდგომები იქნება. ჩვენ ვაცნობიერებთ დროისა და ინდივიდუალური საჭიროებების მნიშვნელობას ამ ბიზნესში და ყველა პარტნიორთან მაქსიმალური მოქნილობით გამოვირჩევით.

 

„მარშე“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, თ. ერისთავის ქ.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

ანაზღაურება: შეთანხმებით

სხვა ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  ნედლეულის მარაგების კონტროლი, ნაშთების რეგულარული მონიტორინგი;
  •  შესაფუთი მასალების ნაშთების რეგულაური მონიტორინგი;
  •  ნაშთების შევსების მიზნით შეკვეთების დაგეგმვა;
  •  არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა, პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
  •  მომწოდებალთა ბაზის მუდმივი განახლება;
  •  შესყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მენეჯმენტი.

 

მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
  •  მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  •  ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ან ლინკდინის URL ბმული შემდეგ მისამართზე: jobs@marshe.ge, სათაურის ველში მიუთითეთ „შესყიდვების სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!

შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)