Senior Back-end დეველოპერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
29 ნოე - 14 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"TNET" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით.
"თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმასა და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.
"თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.gemyhome.gemymarket.gemyparts.gevendoo.geswoop.getkt.gelivo.gesaba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება

Connect-ის გუნდში ვეძებთ Senior Back-end დეველოპერს! 

 

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 4 day off წელიწადში

 

ფუნქცია - მოვალეობები:

  • კრიტიკული ვებ-სერვისების შექმნა და განთავსება, მათ შორის დიდი ოდენობით მონაცემთა მოპოვების, ინტეგრაციისა და გამოყენებისთვის;
  • შესრულებული სამუშაოს ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომი სრულყოფა;
  • ახალი ტექნოლოგიების დანერგვა სხვადასხვა სერვისების ფუნქციონალის გაუმჯობესებისა თუ სრულყოფის მიზნით;

 

საკვალიფიკაცო მოთხოვნები:

  • თანამედროვე JavaScript-ის სიღრმისეული ცოდნა და მუშაობის გამოცდილება JS (ES6+);
  • Typescript-ისა და Python-ის პრაქტიკული ცოდნა;
  • REST APIs დეველოპმენტის გამოცდილება NodeJs ან მისი ერთ-ერთი ფრეიმვორკის (NestJS, Express, Fastify) გამოყენებით;
  • რელაციური (Postgres, MySQL)  და არარელაციური (Apache Cassandra, DynamoDB) მონაცემთა ბაზების არქიტექტურის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • In-Memory  მონაცემთა ბაზებთან (Redis), სესიაზე დაფუძნებული აუთენთიფიკაციისა და JWTტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება
  • ვერსიის კონტროლის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (GitLab, GitHub, BitBucket).

 

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.  

ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამისტი/დეველოპერი