გაყიდვების სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
29 ნოე - 14 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"TNet" წარმოადგენს თიბისი ჯგუფში შემავალ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ კომპანიას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის მასშტაბით. "თინეთი" 9 ციფრულ პლატფორმას და 5 მობილურ აპლიკაციას აერთიანებს. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს. "თინეთში" შემავალი ციფრული პლატფორმები (myauto.ge; myhome.ge; mymarket.ge; myparts.ge; vendoo.ge ; swoop.ge; tkt.ge; livo.ge; saba.com.ge) მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.

Swoop.ge-ს გუნდში ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს!

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 - დან 19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)

ანაზღაურება: 600 ₾ (net) და დამატებით ბონუსი;

შვებულება: ნამუშევარი თვეების პროპორციულად (თვეში 2დღე)+ 4 day off წელიწადში.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების ინდივიდუალური/გუნდური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;
  • ბაზარზე მიმდინარე მდგომარეობის მონიტორინგი და კონკურენტების შეფასება (ფასები, სერვისები);
  • პარტნიორი კომპანიებისთვის კონსულტაციის გაწევა და მოლაპარაკებების წარმოება;
  • ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათი მოთხოვნების შესწავლა და საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი პირობების შეთავაზება;
  • გაყიდვების გუნდის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ბოლო კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის მიმართულებით;
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების ცოდნა.

 

უნარები:

  • გაყიდვებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • შედეგებსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემებზე სწრაფად რეაგირებისა და მათი გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

 

 

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@tnet.ge და სათაურში აუცილებლად

მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს

და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი