პროდუქციის მენეჯერი / კარდიოლოგიის მიმართულება
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
14 ნოე - 14 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

GM Pharma წარმოადგენს 22 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.

GM Pharma-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.

კარდიოლოგიური განხრა GM PHARMA-სთვის ყველაზე პრიორიტეტულ, სტაბილურად მზარდ და მუდმივად განახლებად მიმართულებას წარმოადგენს. კომპანია ფართე კარდიოლოგიურ პორტფელს ფლობს, რომელსაც კომპანიის საერთო გაყიდვებში თითქმის 30% უკავია და ქართულ ბაზარზე 16 ბრენდითა და გამოშვების 43 ფორმითაა წარმოდგენილი.

 

GM Pharma აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის/Product Manager (კარდიოლოგიის მიმართულება) პოზიციაზე.

 

გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ გთავაზობთ:

  •  ყოველწლიურად მზარდ ანაზღაურებას;
  •  კვარტალურ საბონუსე სისტემას;
  •  სოციალურ პაკეტს (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა).

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  ფარმაცევტული, სამედიცინო ბაზრის მონაცემების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გამოკვლევა, შეჯამება და ანგარიშების შედგენა;
  •  ბაზრის კვლევა/ანალიზი, კონკურენტების შეფასება;
  •  გაყიდვების დაგეგმარებისა და ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა;
  •  პროდუქციის დეტალური შესწავლა, სამედიცინო-სამეცნიერო ინფორმაციის დამუშავება;
  •  საპრომოციო, საინფორმაციო, სარეკლამო, საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
  •  შეხვედრების, სამედიცინო-სამეცნიერო სიმპოზიუმების, სემინარების, მრგვალი მაგიდების, კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება;
  •  წამყვან ექიმი-სპეციალისტებთან პერსონალური ვიზიტების განხორციელება;
  •  სამედიცინო წარმომადგენლებთან ორმაგი ვიზიტების განხორციელება მათი სამედიცინო-სამეცნიერო ცოდნის გაღრმავების მიზნით;
  •  გაყიდვების გუნდისთვის სატრენინგო მასალის, ტესტური დავალებების მომზადება;
  •  სამედიცინო წარმომადგენლების/გაყიდვების ჯგუფის მენეჯერების ტრენინგისა და ტესტირების ჩატარება;
  •  რეგისტრაციის განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა - პროდუქტის ბრენდის, დიზაინის, ანოტაციის, პირველადი და მეორეული შეფუთვის ტექსტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  •  კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ინიცირებული დამატებითი მოვალეობების შესრულება.

 

განათლება და კვალიფიკაცია:

  •  უმაღლესი სამედიცინო განათლება (მედიცინის/სამკურნალო ან პედიატრიული ფაკულტეტი);
  •  ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  •  ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა;
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
  •  მართვის მოწმობა (სასურველია საკუთარი ავტომანქანის ფლობა).

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  •  კომუნიკაბელურობა, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები;
  •  ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  •  ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  •  პუნქტუალობა, დროის მართვის უნარი;
  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  კრეატიულობა

 

გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე

საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე. დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

სამედიცინო
სამედიცინო წარმომადგენელი