ახალი პროდუქციის განვითარების პროექტების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
14 ნოე - 14 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

GM Pharma  წარმოადგენს 22 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა. 

GM Pharma-ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში. 

კომპანიის ყოველწლიური ბრუნვის 55% მოდის თბილისის საწარმოზე, ხოლო 45% – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში GM PHARMA-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ გამოშვებული ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციაზე. წლიდან წლამდე მზარდია მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან განხორციელებული ერთობლივი სალიცენზიო პროექტების რაოდენობა. შესაბამისად, ახალი პროდუქციის განვითარების პროექტების (“In-“ და “Out-licensing”, ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კონტრაქტული წარმოების პროექტები) მართვა კომპანიისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 

 

GM Pharma აცხადებს ვაკანსიას ახალი პროდუქციის განვითარების პროექტების მენეჯერის (Project Manager – New Product Development) პოზიციაზე. 

 

გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ გთავაზობთ: 

  • ყოველწლიურად მზარდ ანაზღაურებას; 
  • წლიურ საბონუსე სისტემას; 
  • სოციალურ პაკეტს (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა). 

 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ფარმაცევტული, სამედიცინო ბაზრის მონაცემების და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გამოკვლევა, შეჯამება და ანგარიშების შედგენა; 
  • საბაზრო ტენდენციების, კლიენტების (მაგ. წამყვანი ექიმი-სპეციალისტები, სამედიცინო პროფესიული ორგანიზაციები, მომხმარებლები, პაციენტთა ორგანიზაციები და სხვ.) გამოვლენილი მოთხოვნილებებისა და გაყიდვების გუნდის რეკომენდაციების გათვალისწინებით, აქტუალური პროდუქციის (ორიგინალური, ინოვაციური, კარგად გაყიდვადი და მომგებიანი პროდუქტები) სიის შედგენასა და მუდმივ განახლებაში ნაწილეობის მიღება; 
  • ახალი პროდუქტების მიერ დასაკმაყოფილებელი კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • ახალი პროდუქციის განვითარებასთან დაკავშირებული კორპორაციული პოლიტიკის, პროცედურებისა თუ ინსტრუქციების შემუშავებაში მონაწილეობა; 
  • აქტუალური პროდუქციის და მათი მწარმოებლების პროაქტიური მოძიება, მოლაპარაკების წარმოება მომწოდებლებთან, კომუნიკაციის დროულად მართვა, შემოთავაზებულ პროდუქტთან დაკავშირებული პროექტის განხორციელების შესაძლებლობის შესწავლა; 
  • სხვადასხვა მომწოდებლების შემოთავაზებების შედარებითი ანალიზი, ბაზარზე არსებულ ანალოგებთან, კონკურენტებთან შედარება; 
  • საკუთარი ბრენდის ქვეშ (Private Labeling, in-licensing projects) კონტრაქტული წარმოების პროექტების მართვა (მედიკამენტები - Rx, OTC, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად), სამედიცინო ხელსაწყო-„დივაისი“) და პროექტების კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმება; 
  • Out-licensing პროექტების მართვა; 
  • პროდუქციის ექსპორტზე გატანის არხების ძიება, ანალიზი; 
  • შერჩეული პროდუქტის ბიზნეს-პროექტის მომზადება (ფორკასტი, გავრცელების არეალი, ვადები, კონკურენტების ანალიზი, ფასწარმოქმნა, რენტაბელობა და ა.შ.) და კომპანიის მენეჯმენტთან შეთანხმება; 
  • პროექტებთან თუ პროდუქტებთან დაკავშირებით გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე იურისტებთან ერთად მუშაობა, კომპანიის მენეჯმენტთან და პარტნიორებთან საკონტრაქტო პირობების შეთანხმება; 
  • რეგისტრაციის განყოფილებასთან და დიზაინერებთან თანამშრომლობა - პროდუქტის ბრენდის, დიზაინის, ანოტაციის, პირველადი და მეორეული შეფუთვის ტექსტების მომზადებაში მონაწილეობა; 
  • პროდუქტის რეგისტრაციის შემდეგ თანამშრომლობა შესყიდვების განყოფილებასთან - პროდუქტის პირველადი შეკვეთის პროცესში მონაწილეობა; 
  • კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან ინიცირებული დამატებითი მოვალეობების შესრულება. 

 

განათლება და კვალიფიკაცია: 

  • ფარმაცევტულ კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება); 
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით (MS Excel, Word, PowerPoint) 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • კომუნიკაბელურობა, საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები; 
  • ორგანიზებულობა; 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • კრეატიულობა. 

 

 

 

გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე 

საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე. დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე 

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com  გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ. 

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
პროექტის მენეჯერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი