HR ასისტენტი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
14 ნოე - 14 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ,,მოდუსი” ქართულ ბაზარზე 90-იანი წლებიდან გამოჩნდა და დღეს უკვე წარმატებული მოღვაწეობის 20 წელზე მეტს ითვლის. ,,მოდუსი” სამშენებლო-სარემონტო მასალების საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ლიდერი კომპანია გახლავთ ქართულ ბაზარზე. თანამედროვე სტანდარტის შოურუმებში, გარდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციისა, განთავსებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული პროდუქცია. მოდუსის ქსელში წარმოდგენილია ყველა სახის სარემონტო-სამშენებლო მასალები, ასევე მულტიბრენდული ავეჯის შოურუმები, საყოფაცხოვრებო და დეკორატიული ნივთები, სველი წერტილების ინვენტარი და აქსესუარები, განათება, ელექტროობა და მრავალი პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიიდან. 

  

ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს HR ასისტენტის  ვაკანსიას ბათუმში. 

  

სამუშაო აღწერილობა: 

  • თანამშრომელთა სამუშაო დროის  აღრიცხვის ფორმის წარმოება; 
  • თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების კონტროლი; 
  • თანამშრომელთა ცვლაში მუშაობის განრიგის შედგენა; 

  

მოთხოვნები: 

  • EXCEL-ის კარგი ცოდნა; 
  • შრომის კოდექსის ცოდნა; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 

  

პიროვნული თვისებები:  

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • დარწმუნების უნარი; 
  • გუნდური; 
  • შედეგზე ორიენტირებული; 

  

გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@modus.com.ge 

გისურვებთ წარმატებებს. 

ადამიანური რესურსები
HR ასისტენტი
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

CV ყუთი

გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?