ლოჯისტიკის ოპერაციების ანალიტიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
12 ნოე - 12 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

„კარფურის“ მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის  უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.  

„კარფური“ როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. “კარფური“-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თოთოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს  ლოჯისტიკის ოპერაციების ანალიტიკოსის  პოზიციაზე.

 

ძირითდი მოვალეობები: 

  • კარფურის ლოგისტიკის საოპერაციო მხარის  - ტრანსპორტი, საწყობი, შეკვეთების განაწილება - ანალიტიკური ფაილების აწყობა და დამუშავება 
  • რეპორტინგის სისტემის შექმნა - საჭირო და პერიოდული ფაილების დამუშავება და ადრესატებთან დროულად გადაგზავნა  
  • KPI სისტემის აწყობა - მოკლე და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი 
  • ავტომატური შეკვეთების ფაილზე მუშაობა, ფილიალებთან კომუნიკაცია და ინფორმაციის სისტემაში ასახვა 
  • დეპარტამენტის მიმდინარე პროექტებში ანალიტიკური კუთხით აქტიური ჩართულობა  
  • ინოვაციების მხარდაჭერა და პროცესების დახვეწაზე მუდმივი ზრუნვა 

 

მოთხოვნები: 

  • Advanced Excel - ექსელთან მუშაობის დიდი გამოცდილება, რთული და კომპლექსური ფორმულების წაკითხვა/დაწერა/გააზრება. ფაილების ავტომატიზაციისთვის საჭირო უნარები და ტექნიკური დეტალების ცოდნა 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე ან/და ლოჯისტიკის/ოპერაციების მიმართულებით  მუშაობის გამოცდილება 
  • ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტაცია და მაღალი მოტივაცია 

 

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com      

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ლოჯისტიკის ოპერაციების ანალიტიკოსი. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. 

 

გისურვებთ წარმატებებს! 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი