გაყიდვების კონსულტანტი/ბათუმი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1500
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
14 ნოე - 12 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

‘’მიენ სასტუმროს ტექსტილი’’ არის თურქული საერთაშორისო კომპანია სასტუმროს მომარაგების მიმართულებით, კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის თეთრეულს, აბაზანის ტექსტილს, ფარდებს (ბლექაუთი / ტული) მატრასებს, საწოლ ბაზებს, საწოლის თავებს.

 30 წლიანი საერთაშორისო ვაჭრობის და სასტუმროს მენეჯმენტში გამოცდილების მიღების შემდეგ, ფოკუსირება გავუკეთეთ ჩვენს ბიზნესს, სასტუმროს მომარაგების მიმართულებით.  2015 წელს დავაფუძნეთ ''მიენ სასტუმროს ტექსტილი''. გავაერთიანეთ ერთ სივრცეში ჩვენი გამოცდილება და მაღალი ხარისხის ნედლეული, მომხმარებლის ნებისმიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. დღეისათვის კომპანია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან სასტუმროებთან და რესტორნებთან.

‘’მიენ სასტუმროს ტექსტილის’’ მიზანია გახდეს მსოფლიოს წამყვანი სასტუმროებისა და რესტორნების პირველი არჩევანი.  მივყვებით უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიას, არა მხოლოდ იმისათვის, რომ გავაფართოვოთ ჩვენი პროდუქციისა და მომსახურების სპექტრი, არამედ მუდმივად ვუზრუნველყოთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნები.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ჩვენს ვებგვერდს: https://ka.mienhoteltextile.com/

 

‘’მიენ სასტუმორს ტექსტილის’’ სამკერვალო საწარმო მდებარეობს ქ. სტამბოლ-ში, ქ. თბილის-ში. შოურუმი მდებარებს ქ. სტამბოლ-ში, ქ. თბილის-ში ქ. ბათუმ-ში.

საერთაშორისო კომპანია ‘’მიენ სასტუმროს ტექტილი’’ ქართული ოფისი  - ტექსტილის მომწოდებელი, სასტუმროების საძილე სისტემეის შემქმნელი, ფარდების მწარმოებელი თურქეთსა და საქართველოში, იწვევს კანდიდატებს ბათუმში გაყიდვების კონსულტანტის თანამდეობობაზე.~

 

ადგილმდებარეობა: ბათუმი

შერჩევის ფორმა: გასაუბრება

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - შაბათი)

სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (შაბათი 10:00 – 17:00)

     

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები

  • პროდუქციის სრულად შესწავლა
  • მომხარებლისთვის პროდუქციის სრულად გაცნობა და შეთავაზების გაკეთება
  • არსებული მომხმარებლების ბაზასთან მუშაობა
  • ბიზნეს მოლაპარაკებების წარმოება
  • მომხმარებლებთან მიმოწერის წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება
  • გაყიდვების პროცესის სრულად მართვა
  • დაინტერესებული მომხმარებლების ბაზის შექმნა და მუდმივი კონტროლი

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნა

  • უმაღლესი განათლება
  • ინგლისური და რუსული ენის კარგად ცოდნა
  • Microsoft Office (Excel, Word)
  • B კატეგორიის მათვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად

 

 

პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების ძლიერი უნარი
  • დროის მართვის უნარი

 

ხელფასი 1000 - 1500 ლარი,  ხელფასი-მზარდი. ხელფასის ზრდა დამოკიდებულია მუშაობის შედეგებზე; თუ თქვენ გაქვთ გამოცდილება გაყიდვების სფეროში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე cv@mientextile.com

 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი