ER რეგისტრატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
11 ნოე - 11 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატორის  პოზიციაზე.

 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1

სამუშაო გრაფიკი: 16/24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს

ანაზღაურება: (16 სთ-იანის შემთხვევაში 56 ₾; 24 სთ-იანის შემთხვევაში 68 ₾)

 

ძირითადი ფუნქციები:

  • პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
  • პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდის უზრუნველყოფა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება/სტუდენტი (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით)
  • უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული)
  • საოფისე პროგრამები საბაზისო დონეზე

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@vivomedical.ge და სათაურის (“subject”) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ER რეგისტრატორი“.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა

სამედიცინო
რეგისტრატურა