შესახვევის ექთანი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული
11 ნოე - 11 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 596022211

შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“ აცხადებს ვაკანსიას შესახვევის ექთნის  პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩაჩავას 1. 

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 სთ - 17:30 სთ 

ანაზღაურება: 600 ლარი (net) 

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: 

  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით  
  • საექთნო მანიპულაციების განხორციელება  
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება, (სტუდენტი სამედიცინო ფაკულტეტის VII სემესტრის) 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება; 
  • სანიტარული ნორმების დაცვის წესების და პროცედურების ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • პასუხისმგებლობა. 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancy@vivomedical.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 596022211. სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ შესახვევის ექთანი“ 
 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა. 

სამედიცინო
მედდა